სააგენტო "პარალელი"
“კარგ ქვეყანას რომ ავაშენებთ, საქართველოში მერე დაიწყეთ “დანოსების” წერა შედარებით სინდისიანმა შეურაჯღობილებმა” – ნატა ფერაძე
საამოქალაქო აქტივისტი, ემიგრაციაში მყოფი ნატა ფერაძე, ფეისბუქზე მის მიერ გამოქვეყნებული მოსაზრების გამო, გერმანიაში დაწყებული სამართალწარმოების თაობაზე კონკრეტულ სამართლებრივ განმარტებებს აკეთებს:
“ქოცებმა რო აიტაცეს ეხლა, გეეეერმანიაააში ფბ ბულინგზე ჩივიან, ჩვენც ყველას ვუჩივლოთ აწიო, მურუსიძე კი არ ზის გერმანიის სასამართლოში. არც კანონებს ჟიმ*ვს ვინმე გერმანელი პაპუაშვილი.
ამის გათვლით ჩაატარეს ეს ოპერაცია აქ ქოცებმა ზუსტად, საჩვენებლად, რომ “აიი მანდაც მოგწვდებიიით” და “აიიი გერმანიაშიიც ისჯებააა“.
ჩივილი აქ ყველას შეუძლია, გარეწარსაც კი და კიიი, თანაბრად განიხილავს სასამართლო კიარადა საჭირო სტრუქტურები, (სასამართლომდე 3 ინსტანცია უნდა გაიაროს საჩივარმა და შეიძლება არც მივიდეს სასამართლომდე (პოლიცია-პროკურატურა-სასამართლო) ) და თანაბარ სამართალს მიიღებს ყველა, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების მიუხედავად.
მოკლედ, კარგ ქვეყანას რომ ავაშენებთ, საქართველოში მერე დაიწყეთ “დანოსების” წერა შედარებით სინდისიანმა შეურაჯღობილებმა“, – წერს ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის – ნატა ფერაძის განმარტებები ფეისბუქზე გამოქვეყნებული კონკრეტული პოზიცია-მოსაზრების სამართლებრივი გასაჩივრების თაობაზე:
“აი ასე მუშაობს შეურაჯღობაზე ჩივილი გერმანიაში:
ნებისმიერს, ვინც Facebook-ზე დაწერილ კომენტარს ან პოსტს შეურაცხყოფად მიიჩნევს, შეუძლია პოლიციაში შეიტანოს საჩივარი. პოლიცია შემდეგ სავარაუდო დამრღვევს უგზავნის წერილს და შეიძლება მისცეს გარკვეული ვადა პასუხისთვის. (მე 2 კვირა მომცეს).
ადამიანს აქვს დუმილის უფლება და არ არის ვალდებული პოლიციას საკუთარი თავის წინააღმდეგ ახსნა-განმარტება მისცეს. ამიტომ ადვოკატმა შეიძლება აცნობოს პოლიციას, რომ მისი კლიენტი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. (ჩემი ადვოკატის სტრატეგიაც ეს იყო) და გამოვითხოვეთ საჩივარი, ჯერ არ მიგვიღია.
ვადის გასვლის შემდეგ საქმე ავტომატურად სასამართლოში არ მიდის. მიდის პროკურატურაში. მასალებს აფასებს პროკურატურა და რამდენიმე ვარიანტი არსებობს:
• საქმე შეიძლება შეწყდეს, თუ საკმარისი საფუძველი არ არსებობს;
• შეიძლება გაგრძელდეს გამოძიება და დამატებითი მტკიცებულებები მოიძიონ;
• საქმე შეიძლება სასამართლოში გადაიგზავნოს;
• ან სასამართლოს ზეპირი განხილვის გარეშე გამოიცეს Strafbefehl — სისხლისსამართლებრივი ბრძანება, მაგალითად ფულადი ჯარიმის შესახებ.
Facebook-ზე შეურაცხყოფა გერმანიაში შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაული (§185 StGB). შესაძლო სასჯელია ფულადი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა, თუმცა კონკრეტული სასჯელი საქმის გარემოებებზეა დამოკიდებული.
ანუ პოლიციაში შეტანილი საჩივარი ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ადამიანი დამნაშავედ არის ცნობილი, და არც იმას ნიშნავს, რომ საქმე აუცილებლად სასამართლომდე მივა“, – წერს ნატა ფერაძე.
“კარგ ქვეყანას რომ ავაშენებთ, საქართველოში მერე დაიწყეთ “დანოსების” წერა შედარებით სინდისიანმა შეურაჯღობილებმა” – ნატა ფერაძე
პარალელი