„ჩვენ ვებრძვით ყალბ ამბებს და არა თავისუფალ პრესას“ – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მედიასაშუალებებისთვის თეთრ სახლში შესვლის აკრძალვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ადმინისტრაცია თავისუფალ პრესას კი არ ესხმის თავს, არამედ დეზინფორმაციას ებრძვის. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, „სიენენის“, MSNBC-ის და „პოლიტიკოს“ წარმომადგენლებს თეთრ სახლში მდებარე სამუშაო სივრცეებზე წვდომა შეეზღუდათ, ტელეკომპანიებს კი ტერიტორიაზე აპარატურის განთავსება აეკრძალათ. ტრამპმა აღნიშნა, რომ სიაში სხვა მედიასაშუალებებიც დაემატებიან. თავის მხრივ, სამივე გამოცემა აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებაზე დაყრდნობით პროფესიული საქმიანობის უფლების აღსადგენად სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. „ის არის კორუმპირებული, მიზანმიმართული, ყოვლისმომცველი, სრულად კოორდინირებული და აბსოლუტურად უმართავი. ის საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და ახლავე უნდა შეჩერდეს“,… The post „ჩვენ ვებრძვით ყალბ ამბებს და არა თავისუფალ პრესას“ – ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →