,,რუსეთი არც საფრანგეთისთვის და არც ევროპის რომელიმე სხვა სახელმწიფოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს” – პესკოვი
,,რუსეთი არც საფრანგეთისთვის და არც ევროპის რომელიმე სხვა სახელმწიფოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ჩვენ ევროპის არცერთ სახელმწიფოსთან არ გვაქვს ისეთი დავა, რომელიც სერიოზული უთანხმოების მიზეზი შეიძლება, გახდეს. აქედან გამომდინარე, რუსეთი არ წარმოადგენს საფრთხეს და რუსეთი არავის ემუქრება, არავის აშანტაჟებს“, – განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვის, ფრანგულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთი რუსეთის ჰიბრიდული შეტევებისთვის ემზადება. მედიის ცნობით, ემანუელ მაკრონმა ყველა პარტიის ლიდერი, მათ შორის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატები, ელისეის სასახლეში დაიბარა და რუსეთის შესაძლო შეტევების შესახებ გააფრთხილა. The post ,,რუსეთი არც საფრანგეთისთვის და არც ევროპის რომელიმე სხვა სახელმწიფოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს” – პესკოვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →