სააგენტო "პარალელი"
“უკანონოდ გამოკეტილ ადამიანს ელემენტარულ სითბოზეც რომ უარს ეუბნები, ეს რას ნიშნავს?” – პაატა მანჯგალაძე
“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე იმ ფაქტებსა თუ შექმნილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მის მამას უკავშირდება:
“როცა ადამიანი თითქმის 1 წელია სრულიად ტყუილად, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ჰყავთ ციხეში გამოკეტილი, თითქოს უკვე არაფერი უნდა გვიკვირდეს… მაგრამ სისტემა ყოველდღე ახალ აბსურდს იფიქრებს.
დღეს ბიძაჩემმა მამასთან, პაატა მანჯგალაძესთან, პლედი და თბილი ჟილეტი წაიღო. ეს ის ნივთებია, რომლებიც მანამდეც საკანში ჰქონდა, უბრალოდ გასარეცხად გამოვიტანეთ და უკან ვუბრუნებდით.
ხოდა, ციხის ადმინისტრაციამ ნივთები უკან გამოატანა. მიზეზები?
პლედი „მუქი ფერისაა და არ შეიძლებაო“ (თურმე ახალი რეგლამენტით მუქი ფერის შეტანა აღარ შეიძლება (ალბათ ზედმეტად, რომ არ დაისტრესონ და უფრო ხალისით, შეხედონ მათ უკანონო დაკავებას. (აი ეს ერთი პრობლემა იყო მხოლოდ მოსაგვარებელი და იზრუნეს ამ წესის შეცვლაზეც));
ჟილეტზე კი „ამ სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი არ არისო“.
ხედავთ, როგორ ზრუნავენ? თურმე სექტემბრის ბოლოს საკანში სიცივე „არასეზონურია“ და ციხის რეგლამენტმა უკეთ იცის, ვის სცივა და ვის არა.
სინამდვილეში, ჟილეტი და პლედი კი არ არის პრობლემა. პრობლემა ის არის, რომ რაც უფრო მეტად ხუჭავ თვალს ყოველდღიურ აბსურდულ შეზღუდვებზე, მით უფრო უტიფარ სისულელეებს იგონებენ.
როცა ადამიანს უკანონოდ ართმევ თავისუფლებას, მერე ელემენტარული თბილი ტანსაცმლის შეტანაზეც კი ასეთ „ლოგიკას“ რთავ.
აქამდე უამრავ ასეთ წვრილმან უსამართლობაზე ხმას არ ვიღებდით და ვითმენდით, მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს: უკანონოდ გამოკეტილ ადამიანს ელემენტარულ სითბოზეც რომ უარს ეუბნები, ეს რას ნიშნავს?
ცოტა ჰუმანურობა და ელემენტარული საღი აზრი მაინც ხომ უნდა არსებობდეს?!” – წერს ნინი მანჯგალაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
“უკანონოდ გამოკეტილ ადამიანს ელემენტარულ სითბოზეც რომ უარს ეუბნები, ეს რას ნიშნავს?” – პაატა მანჯგალაძე
პარალელი