ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს. ამის შესახებ მან კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან შეხვედრისას განაცხადა. მედია აღნიშნავს, რომ ლიდერები სენ-პიერისა და მიკელონის კუნძულებზე შეხვდნენ ერთმანეთს, საფრანგეთის ტერიტორიაზე, რომელიც ნიუფაუნდლენდის სანაპიროსთან მდებარეობს და სადაც საფრანგეთსა და კანადას ერთმანეთისგან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი აშორებს. კარნის განცხადებით, ქვეყნები თავიანთ კოსმოსურ სააგენტოებსა და თავდაცვის სამინისტროებს დაავალებენ, შეიმუშაონ და გააზიარონ ინფრასტრუქტურა, მათ შორის, გაშვების სისტემები და მიწაზე განთავსებული მიმღები ინფრასტრუქტურა. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, გააფართოონ თანამშრომლობა ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციების, კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ცნობისთვის, 16 სექტემბერს ევროკომისიის… The post ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს appeared first on მედიაცენ…
პირველწყარო →