„ნეთანიაჰუ ომის დამნაშავეა და გაერო-ში ვიზიტისას უნდა დააკავონ“ – ზოჰრან მამდანი
ნიუ-იორკის მერი ზოჰრან მამდანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მკაცრად აკრიტიკებს. მამდანის განცხადებით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტისას ნეთანიაჰუ უნდა დააკავონ. ნიუ-იორკის მერმა ისრაელის პრემიერი „ომის დამნაშავედ“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ ეს საკითხი დონალდ ტრამპთან შეხვედრისას თავად წამოჭრა. „როდესაც ბენიამინ ნეთანიაჰუს ეხება საქმე, მე მას ისე მოვიხსენიებ, როგორც მიმაჩნია – ომის დამნაშავე და პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული საშინელი გენოციდის არქიტექტორი. თუ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო მიიჩნევს, რომ ადამიანი კანონების დარღვევისთვის დაკავებას იმსახურებს, ვინ ვართ ჩვენ, რომ ვთქვათ, თითქოს ვინმე ამაზე მაღლა დგას? ვფიქრობ, ძალიან ნათელია, რომ… The post „ნეთანიაჰუ ომის დამნაშავეა და გაერო-ში ვიზიტისას უნდა დააკავონ“ – ზოჰრან მამდანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →