,,თბილისში გასტროენტერიტის გახშირებული შემთხვევები ნოროვირუსითაა გამოწვეული” – NCDC
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა თბილისში გახშირებული გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადება ავრცელებს. ცენტრის ცნობით, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდა, რომ ინფექციის გავრცელება ნოროვირუსს უკავშირდება. მათივე ცნობით, ბავშვების უმრავლესობა, რომელთაც აღენიშნათ ეს ვირუსი ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, უკვე გამოჯანმრთელდნენ და დატოვეს სამედიცინო დაწესებულებები. შემთხვევები მიმდინარეობდა რაიმე გართულებების გარეშე. მეთვალყურეობა გრძელდება და რაიმე გართულების რისკი კვლავაც არ იკვეთება. ,,დაავადების შემდგომი გავრცელების შეკავების მიზნით რეკომენდებულია ყურადღება მიექცეს ხელის ჰიგიენას – განსაკუთრებით საკვების მიღებამდე და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ. ეს რეკომენდაცია ეძლევა განსაკუთრებით მათ, ვისი ოჯახის წევრებს ან კონტაქტში მყოფ პირებს ჰქონდათ აღნიშნული დაავადება.… The post ,,თბილისში გასტროენტერიტის გახშირებული შემთხვევები ნოროვირუსითაა გამოწვეული” – NCDC appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →