სიახლე
ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში ჩავიდა
მედიაცენტრი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში 20-მდე ორმხრივ შეხვედრას გამართავს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ამასთან, უკრაინული დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ევროპელ ლიდერებთან, ამერიკელ სენატორებთან, კონგრესმენებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში უკრაინულმა მხარემ ხელმოსაწერად მოამზადა ახალი შეთანხმება, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებსა და დრონების სექტორში თანამშრომლობას ეხება. The post ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში ჩავიდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.