სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი – პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვუთხარი, რომ სი ძინპინს ვლადიმერ პუტინზე გავლენა აქვს

Alia

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის, ომის დასრულების მოლაპარაკებებში ჩართვის მიზანშეწონილობის საკითხი განიხილა. “ხვალ პრეზიდენტი ტრამპი ჩინეთის ლიდერს შეხვდება. პრეზიდენტს ძალიან გულახდილად ვუთხარი, რომ ჩვენი აზრით, თუ ის პრეზიდენ სი ძინპინსაც ჩართავს, მას პუტინზე გავლენა აქვს. თუ გვსურს, რომ ეს ომი მხოლოდ სიტყვებით არ დასრულდეს, მაშინ ყველამ უნდა […] The post ვოლოდიმირ ზელენსკი – პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვუთხარი, რომ სი ძინპინს ვლადიმერ პუტინზე გავლენა აქვს appeared first on .

პირველწყარო →

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის, ომის დასრულების მოლაპარაკებებში ჩართვის მიზანშეწონილობის საკითხი განიხილა.

“ხვალ პრეზიდენტი ტრამპი ჩინეთის ლიდერს შეხვდება. პრეზიდენტს ძალიან გულახდილად ვუთხარი, რომ ჩვენი აზრით, თუ ის პრეზიდენ სი ძინპინსაც ჩართავს, მას პუტინზე გავლენა აქვს. თუ გვსურს, რომ ეს ომი მხოლოდ სიტყვებით არ დასრულდეს, მაშინ ყველამ უნდა ვიმუშაოთ ამაზე 24 საათის განმავლობაში – ხალხის გულისთვის”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების შემდეგ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს და რომ აშშ-ის პრეზიდენტს სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებაში დახმარების გაწევა შეუძლია. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ აშშ რუსეთს გადასცემს უკრაინის წინადადებას ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტი დადებითად არის განწყობილი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის მინიჭების საკითხის მიმართ.

The post ვოლოდიმირ ზელენსკი – პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვუთხარი, რომ სი ძინპინს ვლადიმერ პუტინზე გავლენა აქვს appeared first on .


მსგავსი