
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, მოადგილე თეონა ფარჯიანთან ერთად, ა(ა)იპ „პასკალის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში რობოტიკის, პროგრამირების, 3D მოდელირებისა და ელექტროინჟინერიის საგანმანათლებლო კურსების დაგეგმვის საკითხები.


პროგრამა მარნეულში მცხოვრები 10-15 წლის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და მისი მიზანია ახალგაზრდებში თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება.
„ტექნოლოგიური განათლება, რობოტიკა და პროგრამირება არ არის მხოლოდ უნარები – ეს არის ინვესტიცია ჩვენი მუნიციპალიტეტის ძლიერ და პერსპექტიულ მომავალში“, – აღნიშნა დაურ ისმაილოვმა.

პროექტი უკვე საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ხორციელდება.