სიახლე
ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს საგანგებო სხდომა გაიმართება
მედიაცენტრი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 1-ელ მარტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება. „სპარსეთის ყურის ქვეყნებში ჩვენს პარტნიორებთან კონტაქტში ვარ. ირანის რეჟიმი მეზობლების წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებს, რაც რეგიონის ფართომასშტაბიან ომში ჩათრევის რისკს შეიცავს. ჩვენ ამას ვგმობთ“, – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. მისი თქმით, „ირანის რეჟიმს არჩევანი აქვს გასაკეთებელი“. The post ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს საგანგებო სხდომა გაიმართება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.