სიახლე
აჭარაში ერთი კილო ნარკოტიკი ამოიღეს
მედიაცენტრი
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1992 წელს დაბადებული რ.ჯ. დააკავეს. შსს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. „გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში The post აჭარაში ერთი კილო ნარკოტიკი ამოიღეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.