სიახლე

რუსთავიში ლეონიძის ქუჩის მასშტაბური განახლება დაიწყო

რეგიონალური სიახლეები

რუსთავიში ლეონიძის ქუჩის მასშტაბური ინფრასტრუქტურული განახლება დაიწყო, რაც ქალაქის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. პროექტი მიზნად ისახავს თანამედროვე ურბანული სტანდარტების დანერგვას და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მაქსიმალურ მორგებას. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც გადაადგილების უსაფრთხოებასა და კომფორტს, ასევე ქალაქის ეკოლოგიურ და ვიზუალურ გარემოს. პროექტის ღირებულება 3 934 439 ლარია და სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

პირველწყარო →

რუსთავიში ლეონიძის ქუჩის მასშტაბური ინფრასტრუქტურული განახლება დაიწყო, რაც ქალაქის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. პროექტი მიზნად ისახავს თანამედროვე ურბანული სტანდარტების დანერგვას და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მაქსიმალურ მორგებას.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • გზის საფარის სრული რეაბილიტაცია;
  • სანიაღვრე ქსელის განახლება;
  • ტროტუარების მოწესრიგება;
  • ველობილიკის მოწყობა;
  • მწვანე სივრცეების განახლება;
  • პარკინგის სივრცეების მოწყობა;
  • გარე განათების ქსელის განახლება;
  • ახალი საგზაო ნიშნების დამონტაჟება;
  • მუნიციპალური ტრანსპორტის მოსაცდელების მოწყობა;
  • სასმელი წყლის შადრევნის მონტაჟი.

პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც გადაადგილების უსაფრთხოებასა და კომფორტს, ასევე ქალაქის ეკოლოგიურ და ვიზუალურ გარემოს.

პროექტის ღირებულება 3 934 439 ლარია და სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.


მსგავსი