სიახლე

“ისრაელის რეაქცია ზედმეტად მკაცრი იყო”- კალასი

მედიაცენტრი

“ისრაელის რეაქცია ზედმეტად მკაცრი იყო, ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პატივისცემით უნდა იყოს აღქმული” –განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა. კალასის თქმით, დიპლომატია საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ ლიბანი ქაოსში არ ჩაიძიროს. „ჰეზბოლას გადაწყვეტილება, დაესხას თავს ისრაელს ირანის მხარდასაჭერად, საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს და კონფლიქტს კიდევ უფრო ამწვავებს. ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ამავდროულად, ისრაელის რეაქცია ზედმეტად მკაცრი იყო. მათი საპასუხო ქმედებები იწვევს მოსახლეობის მასობრივ იძულებით გადაადგილებას და ისედაც მყიფე სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს”,- განაცხადა კალასმა. The post “ისრაელის რეაქცია ზედმეტად მკაცრი იყო”- კალასი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი