სიახლე

WADA: საქართველოს ეროვნული რაგბის ნაკრების 6 მოთამაშეს და პერსონალის წევრს ანტიდოპინგური წესების დარღვევა დაუდასტურდა

GuriaNews

მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) და მსოფლიო რაგბის (World Rugby) ერთობლივი გამოძიების შედეგად, ანტიდოპინგური წესების დარღვევა დაუდასტურდა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების 6 მოთამაშეს და პერსონალის 1 წევრს. „ოპერაცია ობსიდიანი“, რომელიც 2023 წელს დაიწყო, იძიებდა ბრალდებებს, რომ მოთამაშეები ახდენდნენ დოპინგ-სინჯების ჩანაცვლებას, რაც წესების უხეში დარღვევაა. გამოქვეყნებული ანგარიშით გამოვლინდა: სინჯის ჩანაცვლების 5 შემთხვევა. დადგინდა, რომ GADA-ს თანამშრომლები საქართველოს […] The post WADA: საქართველოს ეროვნული რაგბის ნაკრების 6 მოთამაშეს და პერსონალის წევრს ანტიდოპინგური წესების დარღვევა დაუდასტურდა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) და მსოფლიო რაგბის (World Rugby) ერთობლივი გამოძიების შედეგად, ანტიდოპინგური წესების დარღვევა დაუდასტურდა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების 6 მოთამაშეს და პერსონალის 1 წევრს. 

„ოპერაცია ობსიდიანი“, რომელიც 2023 წელს დაიწყო, იძიებდა ბრალდებებს, რომ მოთამაშეები ახდენდნენ დოპინგ-სინჯების ჩანაცვლებას, რაც წესების უხეში დარღვევაა. 

გამოქვეყნებული ანგარიშით გამოვლინდა:

სინჯის ჩანაცვლების 5 შემთხვევა.

დადგინდა, რომ GADA-ს თანამშრომლები საქართველოს რაგბის ნაკრების წევრებს წინასწარ ატყობინებდნენ ტესტირების შესახებ.

დოპინგ-კონტროლის ოფიცრები არ აკვირდებოდნენ სპორტსმენებს პროცედურის დროს, რაც წესების პირდაპირი დარღვევაა.

WADA-ს პრეზიდენტი, ვიტოლდ ბანკა: „ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, აღმაშფოთებელია. ეს იქნება ძლიერი დარტყმა ქართული სპორტისთვის, მთავრობისთვის და მსოფლიო რაგბისთვის. ამით ისტორია არ მთავრდება — გამოძიება ქართულ სპორტში უფრო ღრმად გრძელდება. WADA-მ ნდობა დაკარგა GADA-ს მიმართ და ხელისუფლებამ რადიკალური ცვლილებები უნდა გაატაროს.“

WADA-მ უკვე ამოიღო სხვადასხვა სპორტის სახეობის ქართველი სპორტსმენების სინჯები მათი ბიოლოგიური პასპორტების გადასამოწმებლად. თუ სხვა სინჯებიც საეჭვოდ მიიჩნევა, მათზეც დაიწყება დნმ-ის ანალიზი და შედარება.

The post WADA: საქართველოს ეროვნული რაგბის ნაკრების 6 მოთამაშეს და პერსონალის წევრს ანტიდოპინგური წესების დარღვევა დაუდასტურდა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი