რუსეთის ხელისუფლებამ „ტელეგრამის“ დაბლოკვა დაიწყო — Cnoba
მედიაცენტრი
სიახლე
16 Mar 2026, 16:02
რუსეთის ხელისუფლებამ რუსეთში „ტელეგრამის“ დაბლოკვა დაიწყო, მომხმარებლებისთვის აპლიკაცია, პრაქტიკულად, მიუწვდომელია, – ამის შესახებ რუსული მედია აპლიკაციის მომხმარებლებზე დაყრდნობით წერს. მათივე ცნობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სერვისმა, პრაქტიკულად, მუშაობა შეწყვიტა მთელი ქვეყნის მასშტაბით. როგორც რუსული მედია წერს, 14 და 15 მარტს აპლიკაციასთან დაკავშირებით 18 000-ზე მეტი მომხმარებლის საჩივარი დაფიქსირდა. საჩივარში მომხმარებლები აცხადებენ, რომ შეტყობინებების გაგზავნას, ფოტო-ვიდეოების ატვირთვას ვერ ახერხებენ. საჩივრების უმეტესობა მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მაცხოვრებლებს აქვთ დაფიქსირებული. The post რუსეთის ხელისუფლებამ „ტელეგრამის“ დაბლოკვა დაიწყო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.