ილია მეორე საავადმყოფოშია გადაყვანილი – როგორია პატრიარქის მდგომარეობა? — Cnoba

Alia სიახლე 17 Mar 2026, 05:16

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. პატრიარქი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. არსებული ინფორმაციით, ილია მეორის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა. ჯანდაცვის მინისტრისა და ექიმების ინფორმაციით, მას გამოკვლევები და ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა. „ექიმების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რათა რაც შეიძლება მეტად ყოფილიყო უზრუნველყოფილი პაციენტის უსაფრთხოება. ასაკისა და ყველა ფაქტორის […] The post ილია მეორე საავადმყოფოშია გადაყვანილი – როგორია პატრიარქის მდგომარეობა? appeared first on .

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. პატრიარქი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, ილია მეორის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა. ჯანდაცვის მინისტრისა და ექიმების ინფორმაციით, მას გამოკვლევები და ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა.

„ექიმების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რათა რაც შეიძლება მეტად ყოფილიყო უზრუნველყოფილი პაციენტის უსაფრთხოება. ასაკისა და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ვითარება მარტივი არ არის. ამჟამად პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მიმდინარეობს დაკვირვებაც და ყველა საჭირო ღონისძიების გატარებაც საიმისოდ, რომ რაც შეიძლება, სწრაფად იყოს უზრუნველყოფილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა პარამეტრი. რა თქმა უნდა, დაკვირვება გაგრძელდება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ექიმის ინფორმაციით, პატრიარქის მდგომარეობა ამჟამად სტაბილური, თუმცა საყურადღებო რჩება.

„პაციენტი შემოყვანილია კუჭიდან მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა შესაბამისი სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურები. მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის დეპარტამენტში. მდგომარეობა საყურადღებოა, ჰემოდინამიკა არასტაბილურია“, – განაცხადა ექიმმა.(საზმაუ)

პატრიარქის მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური, ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური.

ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

The post ილია მეორე საავადმყოფოშია გადაყვანილი – როგორია პატრიარქის მდგომარეობა? appeared first on .


რელევანტური