ცეკვის მასწავლებელს 13 წლის გოგონას მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 17 Mar 2026, 11:16

ოჯახი ცეკვის პედაგოგს 13 წლის გოგონას მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. როგორც დაზარალებული არასრულწლოვნის ბიძა ამბობს, შემთხვევა სენაკში, გუშინ მოხდა. კაცი ამტკიცებს, რომ მასწავლებელმა სკოლის მოსწავლე დარბაზში მოტყუებით მიიყვანა და სექსუალურად შეავიწროვა. მოზარდის ოჯახის წევრის განცხადებით, როგორც გაარკვია, 50 წლამდე კაცს ანალოგიურ დანაშაულში სხვა მოზარდებიც ამხელენ. სკოლის მოსწავლის ახლობლების თქმით, პედაგოგის წინააღ,დეგ სისხლის სამართლის დევნა უნდა დაიწყოს და შეუჩერდეს პედაგოგიური საქმიანობა. ოჯახმა მომხდარის შესახებ პოლიციას უკვე შეატყობინა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. The post ცეკვის მასწავლებელს 13 წლის გოგონას მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური