ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელის მიმართულებით ახალი სარაკეტო იერიში განახორციელა. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს. ისრაელის ცენტრალურ ნაწილში დაზიანდა რკინიგზის სადგური და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ზურგის სარდლობამ მოსახლეობას თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდა.
ირანმა ისრაელზე ახალი სარაკეტო იერიში მიიტანა — Cnoba
Metronome
სიახლე
17 Mar 2026, 13:30
ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელის მიმართულებით ახალი სარაკეტო იერიში განახორციელა. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს. ისრაელის ცენტრალურ ნაწილში დაზიანდა რკინიგზის სადგური და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ზურგის სარდლობამ მოსახლეობას თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდა. მოგვიანებით საჰაერო განგაში გაუქმდა და ადამიანებს გარეთ გამოსვლის საშუალება მიეცათ.