სიახლე

21- 22 მარტს დაგეგმილი საპროტესტო მარშები აღარ ჩატარდება

მედიაცენტრი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 მარტს – თბილისში, ხოლო 22 მარტს – ქუთაისში დაგეგმილი მარშები აღარ ჩატარდება. ამის შესახებ ნათქვამია მარშის ორგანიზატორების განცხადებაში. “ვუერთდებით ჩვენი ერის მწუხარებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, უქმეებზე, 21 მარტს – თბილისში, ხოლო 22 მარტს – ქუთაისში დაგეგმილი მარშები აღარ ჩატარდება”, – ნათქვამია მარშების ორგანიზატორების განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება. The post 21- 22 მარტს დაგეგმილი საპროტესტო მარშები აღარ ჩატარდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი