გიგა ავალიანმა სასიკვდილო დაზიანება არა ასფალტზე დაცემით, არამედ “პირდაპირი დარტყმით” მიიღო – ექსპერტების დასკვნა — Cnoba
„დაცვის მხარე აპელირებდა, რომ გიგა ავალიანი დარტყმის შედეგად ასფალტზე, კეფით, პირაღმა მდგომარეობაში დაეცა და დაზიანება დაცემის დროს მიიღო. ეს კომისიურმა ექსპერტებმა ცალსახად გამორიცხეს, რადგან ავალიანს შუბლის ძვალი მოტეხილი აქვს პირდაპირი დარტყმის შედეგად, ფეხზე მდგომს“, – ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ განაცხადა. „დღეს ერთ-ერთი, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნა გამოკვლეული, ეს არის კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. დაკითხულმა ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ გიგა ავალიანს ნამდვილად ჰქონდა შუბლის ძვლის მოტეხილობა, რომელმაც გამოიწვია მისი უმძიმესი დაზიანება, რაც პირდაპირ კავშირშია მის სასიკვდილო შედეგთან. აღნიშნული დაზიანება ცალსახად დადგენილია, რომ მიყენებულია რაიმე მკვრივი,… The post გიგა ავალიანმა სასიკვდილო დაზიანება არა ასფალტზე დ…