სიახლე

“ევროპული ქვეყნები ჯერ სრულად არ არიან მზად ომისთვის”- დანიის გენერალური შტაბის უფროსი

მედიაცენტრი

დანიის გენერალური შტაბის უფროსი მიქაელ ვიგერს ჰილდგაარდი მიიჩნევს, რომ ევროპული ქვეყნები ჯერ სრულად არ არიან მზად ომისთვის. ჰილდგაარდმა გააფრთხილა ქვეყნები, რომ რუსეთმა შესაძლოა, შეუტიოს ნატო-ს ტერიტორიას ამ ათწლეულის ბოლომდე. „ჩვენ უნდა შევცვალოთ მიდგომა, გადავიდეთ ანალიზიდან მოქმედებაზე. ჩვენ არ გვჭირდება სრულყოფილი მზადყოფნა, გვჭირდება, რომ უკეთ ვიყოთ მომზადებული, ვიდრე ჩვენი მოწინააღმდეგე“, – განაცხადა მიქაელ ვიგერს ჰილდგაარდმა. დანიის გენერალური შტაბის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპაში თუ სურთ, 2030 წლამდე თავდაცვის უნარი ჰქონდეთ, ამისთვის ახლავე უნდა დაიწყონ სამზადისი. The post “ევროპული ქვეყნები ჯერ სრულად არ არიან მზად ომისთვის”- დანიის გენერალური შტაბის უფროსი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი