ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა — Cnoba

Alia სიახლე 25 Mar 2026, 09:56

“ავერსი-ფარმასა” და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმის თანახმად “ავერსი-ფარმა“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების შეღავათიანი ტარიფებით მიწოდების უზრუნველყოფს. კონკრეტულად კი შპს ,,ავერსი-ფარმა“ იღებს ვალდებულებას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის კალკულაციები გასცეს ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით, კვირის ნებისმიერ დღეს. მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს […] The post ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა appeared first on .

“ავერსი-ფარმასა” და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმის თანახმად “ავერსი-ფარმა“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების შეღავათიანი ტარიფებით მიწოდების უზრუნველყოფს.

კონკრეტულად კი შპს ,,ავერსი-ფარმა“ იღებს ვალდებულებას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის კალკულაციები გასცეს ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით, კვირის ნებისმიერ დღეს.

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 1 წლის ვადით.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ და ავერსის სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკატერინე ბურძენიძემ:

The post ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა appeared first on .


რელევანტური