დააკავეს კაცი, რომელიც ცოლს სცემდა, მოკვლით ემუქრებოდა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გაუვრცელა — Cnoba
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტებზე კახეთში ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული სისტემატურად ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მანვე უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გაავრცელა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეოჩანაწერი. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ფიზიკური ძალადობა), 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა), 11 პრიმა, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა) და 157-ე პრიმა… The post დააკავეს კაცი, რომელიც ცოლს სცემდა, მოკვლით ემუქრებოდა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გაუვრცელა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.