სიახლე

კახეთში დააკავეს კაცი, რომელმაც ორსული ცოლი გააუპატიურა

მედიაცენტრი

თელავში პოლიციამ დააკავა წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი – 1992 წელს დაბადებული კაცი, რომელმაც ორსული ცოლი მუქარით და ძალადობით გააუპატიურა. დადგინდა, რომ ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ზ.ო.-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ფიზიკური ძალადობა განახორციელა, ასევე ძალადობით და ძალადობის მუქარით სქესობრივი კავშირი დაამყარა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე, 126პრიმა, 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post კახეთში დააკავეს კაცი, რომელმაც ორსული ცოლი გააუპატიურა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი