ტრამპი ჩინეთს 14-15 მაისს ეწვევა — Cnoba
მედიაცენტრი
სიახლე
26 Mar 2026, 12:30
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის მოლაპარაკებები 14-15 მაისს გაიმართება, განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეროლაინ ლევიტმა. “პრეზიდენტ ტრამპისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის შეხვედრა პეკინში 14 და 15 მაისს გაიმართება”, — განაცხადა მან ბრიფინგზე. მოგვიანებით, ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ჩინეთის ლიდერსა და მის მეუღლეს, პენგ ლიუანს, ვაშინგტონშიც უმასპინძლებენ. ტრამპი ჩინეთს მარტის ბოლოს უნდა სწვეოდა, თუმცა შეხვედრა გადაიდო. ლევიტმა აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო ქვეყანაში დარჩენა და ირანთან ომზე ფოკუსირება. The post ტრამპი ჩინეთს 14-15 მაისს ეწვევა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.