სიახლე

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

მედიაცენტრი

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ბ.თ. და 2000 წელს დაბადებული გ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.თ.-მ სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, ხოლო ბრალდებულმა გ.ი.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდნენ საქართველოში. ასევე, დადგინდა, რომ ბ.თ. და გ.ი. თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო დონეზე იძებნებოდნენ წითელი ცირკულარით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები ტარდება. The post ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი