სად აიკრძალა ავტოტრანსპორტის მოძრაობა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ფარავნის უღელტეხილზე გადაადგილება შეიზღუდა. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარდა ამისა, შეზღუდვები მოქმედებს ამავე გზის სხვა მონაკვეთზეც: კმ110-კმ146 მონაკვეთზე: აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება. გზების დეპარტამენტი მძღოლებს სიფრთხილისკენ და არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. The post სად აიკრძალა ავტოტრანსპორტის მოძრაობა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →