„აშშ-ს ნატო-სთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს“ – რუბიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ირანსა და აშშ-ს შორის შეტყობინებების გაცვლა მიმდინარეობს და არსებობს პოტენციალი, რომ ორ მხარეს შორის გარკვეულ მომენტში „პირდაპირი შეხვედრა“ შედგეს. „მიმდინარეობს შეტყობინებების გაცვლა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. არსებობს პოტენციალი, რომ გარკვეულ მომენტში პირდაპირი შეხვედრაც შედგეს“, – განაცხადა რუბიომ. მისი თქმით, ირანთან ომის შემდეგ ვაშინგტონს ნატო-სთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს. „საბოლოო ჯამში, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და მან თავად უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, მოგვიწევს გადახედვა, ემსახურება თუ არა ეს ალიანსი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში კარგად ემსახურებოდა ამ ქვეყანას, კვლავ ამ მიზანს, თუ ის ახლა ცალმხრივ ქუჩად… The post „აშშ-ს ნატო-სთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს“ – რუბიო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →