სიახლე
შუამავლების ძალისხმევა, აშშ და ირანი ცეცხლის შეწყვეტას დააახლოონ, ჩიხში შევიდა
მედიაცენტრი
მედიის ცნობით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა და სხვა რეგიონული შუამავლების ძალისხმევა, რომლებსაც პაკისტანი ხელმძღვანელობს, რომ მოახდინონ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების ორგანიზება, ჩიხში შევიდა. შუამავლების თქმით, ირანმა მათ ოფიციალურად შეატყობინა, რომ მზად არ არის ისლამაბადში უახლოეს დღეებში აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის. თეირანის თქმით, ვაშინგტონის მოთხოვნები მიუღებელია. ამავდროულად აღინიშნება, რომ თურქეთი და ეგვიპტე ჯერ კიდევ ცდილობენ მოლაპარაკებების ორგანიზებას. შეხვედრის პოტენციალურ ადგილებად კატარის დედაქალაქი დოჰა და სტამბოლი განიხილება. The post შუამავლების ძალისხმევა, აშშ და ირანი ცეცხლის შეწყვეტას დააახლოონ, ჩიხში შევიდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.