სიახლე

“73 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა”- ახალი დეტალები ზუგდიდში მომხდარ მკვლელობაზე

მედიაცენტრი

ზუგდიდში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 4 აპრილს, დაუსახლებელ ტერიტორიაზე იმ დროს მოხდა, როცა ბრალდებული თანასოფლელთან სათევზაოდ იმყოფებოდა. ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მ.მ-მ 73 წლის კაცს თავის არეში დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post “73 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა”- ახალი დეტალები ზუგდიდში მომხდარ მკვლელობაზე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი