სიახლე

“იტალიის რამდენიმე აეროპორტში საავიაციო საწვავის დეფიციტია” – ბლუმბერგი

Metronome

სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, იტალიის რამდენიმე აეროპორტში საავიაციო საწვავის შეზღუდული მარაგების შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად შექმნილ ენერგეტიკულ კრიზისს უკავშირდება. მფრინავებისთვის გაგზავნილი შეტყობინების მიხედვით, ბოლონიის, მილან-ლინატეს, ტრევიზოსა და ვენეციის აეროპორტებში ფრენებისთვის საწვავის მიწოდებაზე დროებით შეზღუდვები დაწესდა. „ბლუმბერგის“ მიხედვით, იტალიაში დაწესებული შეზღუდვები ერთ-ერთ პირველ მაგალითია, როგორ მოქმედებს სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომი ევროპული ავიაკომპანიების საქმიანობაზე.

პირველწყარო →

სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, იტალიის რამდენიმე აეროპორტში საავიაციო საწვავის შეზღუდული მარაგების შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად შექმნილ ენერგეტიკულ კრიზისს უკავშირდება. მფრინავებისთვის გაგზავნილი შეტყობინების მიხედვით, ბოლონიის, მილან-ლინატეს, ტრევიზოსა და ვენეციის აეროპორტებში ფრენებისთვის საწვავის მიწოდებაზე დროებით შეზღუდვები დაწესდა.

Source


მსგავსი