„ხუთჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება, 2012-ში ვეღარ შევძელი გადარჩენა“ – სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხუთჯერ ააცილა დიდი უბედურება. როგორც სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, 2012 წელს ვეღარ შეძლო საქართველოს გადარჩენა, 2021 წელს კი, ჰქონდა ქვეყნის გადარჩენის მცდელობა და ახლაც მზადაა, კვლავ გადაარჩინოს. „როგორც ჩანს, ბატონი ნოღაიდელი მობრძანდება დასაკითხად. აუცილებლად დავრჩები სამშობლოს მოღალატის, ნოღაიდელის დაკითხვის პროცესში. 7 ნოემბრის საქმე ეხება იმას, რისგან გადავარჩინეთ ჩვენ საქართველო და ბევრჯერ გადავარჩენთ. ხუთჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება. პირველი – შევარდნაძე ჩამოვაცილეთ, ვასაძე, ივანიშვილი, პატარკაციშვილი გამზადებული ჰყავდათ რუსებს 2005 წელს და ეს არ გამოუვიდათ. მეორედ გადავარჩინე, როდესაც ასლან აბაშიძე ჩამოვაცილეთ. მესამედ 2007 წელს… The post „ხუთჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება, 2012-ში ვეღარ შევძელი გადარჩენა“ – სააკაშვილი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →