სიახლე
წყალდიდობის და მეწყრის შედეგად დაღესტანში ოთხი ადამიანი დაიღუპა
მედიაცენტრი
დაღესტანში ოთხი ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის და მეწყრის შედეგად, ევაკუაციას დაექვემდებარა ოთხ ათასზე მეტი მოსახლე. 5 აპრილს ორსული ქალი და 12 წლის გოგო გაიტაცა დინებამ, მას მერე, რაც ფედერალურ მაგისტრალზე ხიდი ჩაინგრა. დაზარალებულები მდინარიდან ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კიდევ ერთი ქალი დაიღუპა სოფელ კირკიში, სადაც მეწყერმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია. ვრცელდება ინფორმაცია ხუთი წლის გოგოს დაღუპვაზეც, სოფელ მამედკალასთან ახლოს. მიმდინარეობს 44 წლის ქალის ძებნის ოპერაცია. The post წყალდიდობის და მეწყრის შედეგად დაღესტანში ოთხი ადამიანი დაიღუპა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.