სიახლე

ქუვეითის საჰაერო ბაზაზე ირანის თავდასხმის შედეგად 15 ამერიკელი დაშავდა

მედიაცენტრი

ქუვეითის საჰაერო ბაზაზე ირანის თავდასხმის შედეგად 15 ამერიკელი დაშავდა, – ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ წერს. როგორც გამოცემას აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, ქუვეითში, ალი ალ სალემის საჰაერო ბაზაზე ირანის მიერ დრონით თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 15 ამერიკელი დაშავდა. ამასთან, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენლის თქმით, ირანში ოპერაციის დროს 373 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. მათგან დაახლოებით 330 უკვე დაუბრუნდა სამსახურს. მისივე განცხადებით, ამჟამად ხუთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. The post ქუვეითის საჰაერო ბაზაზე ირანის თავდასხმის შედეგად 15 ამერიკელი დაშავდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი