სიახლე
ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირების პროცესი შეჩერდა
მედიაცენტრი
ევროპარლამენტმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირების პროცესი შეაჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს მიიღეს და ვაჭრობის კომიტეტში 24 თებერვლისთვის ჩანიშნული კენჭისყრა გადადეს. როგორც ევროპარლამენტში აცხადებენ, ამ ეტაპზე აშშ-ის მხრიდან შეთანხმება ბუნდოვანია. შეგახსენებთ, აშშ-მა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას გასული წლის ივლისში მიაღწიეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მაშინ დაადასტურა, რომ აშშ-ში ევროპული საქონლის იმპორტზე 15%-იანი ტარიფები დაწესდება. The post ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირების პროცესი შეჩერდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.