სიახლე

საქართველოს მოსახლეობა 10.3%-ით შემცირდა

მედიაცენტრი

Visual Capitalist-მა მოამზადა მონაცემები, რომელიც 2000-2025 წლებში მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას ასახავს. ამ მონაცემებიდან ირკვევა, რომ საქართველო მე-13 ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც 2000-2025 წლებში მოსახლეობა ყველაზე მეტად შემცირდა. ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 10.3%-იანი კლება ფიქსირდება. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ბოლო 25 წელში მოსახლეობა შემცირებულია სომხეთსა და რუსეთში. სომხეთში კლება 3.3%-ს, რუსეთში კი 0.7%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სამეზობლოში მოსახლეობა ყველაზე მეტად თურქეთში გაიზარდა. კერძოდ, ბოლო 25 წელში ფიქსირდება 33.9%-იანი მატება. მაღალი მაჩვენებელი აქვს აზერბაიჯანსაც, სადაც საანგარიშო პერიოდში მოსახლეობის 29.1%-იანი ზრდა ფიქსირდება. The post საქართველოს მოსახლეობა 10.3%-ით შემცირდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი