ტრამპი NATO-დან გასვლის შესაძლებლობას ალიანსის გენმდივანთან განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი NATO-დან გასვლის შესაძლებლობას ალიანსის გენმდივანთან განიხილავს. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა, მედიასთან გააკეთა. ქეროლაინ ლევიტმა განმარტა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ირანთან შეიარაღებული დაპირისპირების დროს, მოკავშირეებმა აშშ-ის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს. “NATO ჩვენს გვერდით არ იყო, როცა გვჭირდებოდა და არც იქნება, თუ ისევ დაგვჭირდება. გაიხსენეთ გრენლანდია, ეს დიდი, ცუდად მართული ყინულის ნაჭერი!!!” – დაწერა თავად დონალდ ტრამპმა Truth Social-ის გვერდზე. Wall Street Journal-ი კი წერს, რომ აშშ განიხილავს საკუთარი სამხედროების გამოყვანას იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მას ირანთან დაპირისპირებისას არ დაეხმარნენ. “განიხილება ძალების გადასროლა იმ სახელმწიფოებში, რომლებიც პენტაგონის სამხედრო… The post ტრამპი NATO-დან გასვლის შესაძლებლობას ალიანსის გენმდივანთან განიხილავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →