მომღერალი გოჩა ლორია გარდაიცვალა
მომღერალი გოჩა ლორია გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ მისი ახლობლები. გოჩა ლორიამ 1965 წელს დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი. მისი მუსიკალური კარიერა 1965 წელს ანსამბლ „რეროში“ დაიწყო. შემდეგ იყო რობერტ ბარძიმაშვილის მიერ დაარსებულ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „75“-ის სოლისტი. ანსამბლში მან არაერთი სიმღერა შეასრულა, რომელიც დღემდე პოპულარულია („ჩურჩულები“, „დრო სათაყვანო“ და სხვ.). 80-იან წლებში გოჩა ლორია ანსამბლ „ივერიაში“ მიიწვია კომპოზიტორმა, ალექსანდრე ბასილაიამ და მიუზიკლ „ჩხიკვთ ქორწილში“ ერთ-ერთი მთავარი, ყვავის როლი შესთავაზა. მიუზიკლი გოჩა ლორიამ სამი წლის განმავლობაში 1 500-ჯერ შეასრულა. გოჩა ლორიას 14 აპრილს დაკრძალავენ. გამოსვენება წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრიდან (აგრარულ უნივერსიტეტთან). … The post მომღერალი გოჩა ლორია გარდაიცვალა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →