„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის”- ნეთანიაჰუ
“ესპანეთმა ჩვენი გმირები, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები, მსოფლიოში ყველაზე მორალური არმიის ჯარისკაცები შეურაცხყო” – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხედრო კოორდინაციის ცენტრიდან გააძევებს. „ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის. ისინი, ვინც ტერორისტული რეჟიმების ნაცვლად ისრაელს ესხმიან თავს, ვინც არ უნდა გააკეთოს ეს, რეგიონის მომავლის საკითხში ჩვენი პარტნიორები ვერ იქნებიან. მე არ ვარ მზად, ავიტანო ეს თვალთმაქცობა და ეს მტრობა. არ ვაპირებ, რომელიმე ქვეყანას მივცე უფლება, რომ ჩვენ წინააღმდეგ დიპლომატიური ომი აწარმოოს დაუყოვნებლივ ფასის გადახდის გარეშე“- აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. The post „ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის”- ნეთანიაჰუ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →