სიახლე

ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა

მედიაცენტრი

სომხეთში ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, არის მსხვერპლი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სომხური მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციის კუთვნილი Honda-ს მარკის ავტობუსი ქუჩაკ-აპარანის გზატკეცილზე Nissan-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ავტობუსი წინასაარჩევნო კამპანიისას საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების ავტობუსებთან ერთად ლორეს პროვინციაში მიემგზავრებოდა. The post ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი