სააგენტო "პარალელი"
“ასეთ ფიქრებს ვერ იმახსოვრებ. მხოლოდ მაშინ მოდის, როცა აივანზე ზიხარ და გარეთ წვიმს. მოდის და იქვე რჩება” – გიორგი კეკელიძე
ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი დირექტორის, გიორგი კეკელიძის აპრილის რომანტიკული ლიტერატურული ჩანახატი:
“თუ რამე მენატრება, მენატრება წვიმის ცქერა სოფელ ზემო სურებში, ჩემი პატარა სახლის ხის აივნიდან.
გაზაფხულის არეულ დღეებს, ყველაზე მეტად ეს ოდნავი, ნოტიო სიცივე და ბაბუაჩემის ჯემპრი უხდება, ბებია რომ მომაცმევს აგრილებისას, რადგან თბილი ტანსაცმელი ოზურგეთში დამრჩა და ზეგ უნდა გამოატანონ ავტობუსს.
ხუთი ზომით დიდი ტანსაცმელი და ხუთი ზომით დიდი ფიქრი, როცა 11 წლის ხარ და წვიმა უცნაურად გაშტერებს. მოდის წვიმა, ქორწილის შემთვრალი მუზიკანტივით უკრავს სახურავზე, დგება გუბეებად, ეშვება ნიაღვრებად და შენ ფიქრობ რაღაც უცნაურზე და გაუგებარზე.
ასეთ ფიქრებს ვერ იმახსოვრებ. მხოლოდ მაშინ მოდის, როცა აივანზე ზიხარ და გარეთ წვიმს. მოდის და იქვე რჩება“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.
“ასეთ ფიქრებს ვერ იმახსოვრებ. მხოლოდ მაშინ მოდის, როცა აივანზე ზიხარ და გარეთ წვიმს. მოდის და იქვე რჩება” – გიორგი კეკელიძე
პარალელი