ისლამაბადში მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა.
„უკვე 21 საათია ამ საკითხზე ვმუშაობთ და ირანელებთან არაერთი არსებითი განხილვა გვქონდა – ეს კარგი ამბავია. ცუდი ამბავი კი ის არის, რომ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ვფიქრობ, რომ ეს ირანისთვის ბევრად უფრო ცუდი ამბავია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ასე რომ, ვბრუნდებით შეერთებულ შტატებში შეთანხმების მიღწევის გარეშე“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსმა.
მისი თქმით, აშშ-მა „საბოლოო და საუკეთესო შეთავაზება“ წარადგინა, ირანელმა მომლაპარაკებლებმა უარი თქვეს აშშ-ის შეთანხმების პირობების მიღებაზე, რომლებიც, ვენსის მტკიცებით „საკმაოდ მოქნილი“ იყო.
The post “შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ”- აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი appeared first on გურია ნიუსი.