სიახლე
უხვმა ნალექმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ერთ-ერთი ხიდი დაანგრია
მედიაცენტრი
უხვმა ნალექმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ერთ-ერთი ხიდი დაანგრია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, რომელიც ვითარებას გაეცნო. „რამდენიმე დღის განმავლობაში მოსულმა გადაუღებელმა წვიმებმა ხევების ადიდება გამოიწვია და სოფელ ველისციხის ხიდი დააზიანა. შევისწავლით არსებულ ვითარებას და შესაბამის უწყებებთან ერთად თანამშრომლობით, უმოკლეს დროში დავგეგმავთ ხიდის აღდგენისთვის საჭირო ღონისძიებებს”-განაცხადა კახეთის გუბერნატორმა. მესამე დღეა, კახეთში გადაუღებლად წვიმს. სინოპტიკოსები ხვალაც წვიმას პროგნოზირებენ. The post უხვმა ნალექმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ერთ-ერთი ხიდი დაანგრია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.