სიახლე

“ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას” – ოპოზიციის ალიანსი

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას” – ოპოზიციის ალიანსი უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებს საგანგებო განცხადებით ეხმიანება ოპოზიციის ალიანსი: “ოპოზიციის ალიანსი ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას, რაც ცალსახად არის უნგრელი ხალხის მკაფიო და მტკიცე არჩევანი დემოკრატიის მხარდასაჭერად. უნგრეთი წარმოადგენს ევროპული ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილს, რაც ვიქტორ ორბანის მხრიდან მარცხის აღიარებაშიც მკაფიოდ გამოიხატა: ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება დემოკრატიული ტრადიციის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია. უნგრეთის […] “ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას” – ოპოზიციის ალიანსი პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას” – ოპოზიციის ალიანსი

უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებს საგანგებო განცხადებით ეხმიანება ოპოზიციის ალიანსი:

ოპოზიციის ალიანსი ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას, რაც ცალსახად არის უნგრელი ხალხის მკაფიო და მტკიცე არჩევანი დემოკრატიის მხარდასაჭერად.

უნგრეთი წარმოადგენს ევროპული ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილს, რაც ვიქტორ ორბანის მხრიდან მარცხის აღიარებაშიც მკაფიოდ გამოიხატა: ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება დემოკრატიული ტრადიციის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია. უნგრეთის მყარი და მკაფიო პოზიცია რუსეთთან და თავისუფალი სამყაროს სხვა მტრებთან მიმდინარე დაპირისპირებაში უაღესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის.

ვუსურვებთ უნგრეთის ახალ მთავრობას წარმატებას და იმედს გამოვთქვამთ რომ უნგრელი ხალხის არჩევანით შექმნილ ახალ რეალობაში არსებითად შესუსტდება ევროკავშირში და მთლიანად თავისუფალ სამყაროში პუტინის რუსეთისთვის სასარგებლო ძალების გავლენა და გაღრმავდება უსაფრთხოების სფეროში თავისუფალ ერთა თანამშრომლობა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

“ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას” – ოპოზიციის ალიანსი
პარალელი


მსგავსი