სიახლე
დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო
მედიაცენტრი
დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო. ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. მათ საფლავზე პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ. ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, 14 აპრილს, ივერის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია. 16 აპრილს 1616 წელს გარეჯში წამებული 6 000 ბერის ხსენების დღე აღინიშნება. 17 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს კი „წყარო ცხოვრებისად“ წოდებული ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაულია. The post დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.