რას აცხადებენ რუსეთში უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებზე?!
უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციაში კომენტარს აკეთებენ, როგორც კრემლის წარმომადგენელი დიმიტრი პესკოვი ამბობს, „უნგრეთის მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი გააკეთა და ჩვენ ამ არჩევანს პატივს ვცემთ“. პესკოვი ასევე ამბობს, რომ უნგრეთში არჩევნებში გამარჯვებულმა ძალამ რუსეთთან დიალოგის სურვილი უკვე გამოხატა. „უნგრეთის ახალ ხელისუფლებასთან პრაგმატული კავშირების გაგრძელებას ველით. უკვე მოვისმინეთ განცხადებები დიალოგის სურვილის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს სასარგებლო იქნება როგორც მოსკოვისთვის, ისე ბუდაპეშტისთვის“, – აღნიშნა პესკოვმა. მისივე თქმით, უნგრეთში ხელისუფლების ცვლილება უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე გავლენას არ მოახდენს. The post რას აცხადებენ რუსეთში უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებზე?! appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →