“უკრაინა ომის მსხვერპლია”- მადიარი
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მადიარის განცხადებით, მისი მთავრობა ეცდება გააუმჯობესოს ურთიერთობები ყველა მეზობელ ქვეყანასთან, მათ შორის უკრაინასთან. მადიარმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ბევრი უნგრელი ცხოვრობს, თუმცა მათი რაოდენობა ახლა მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. “ზაკარპატიაში ისტორიული ქალაქებია და უკრაინაში დაახლოებით 100 000 უნგრელი კვლავ ცხოვრობს. ამიტომ, ჩვენს ინტერესებშია, შევინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა მეზობლებთან და მოვაგვაროთ ნებისმიერი დავა. ეს ეხება უკრაინას, სლოვაკეთს, სერბეთს და ავსტრიას“, – აღნიშნა მადიარმა. უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან მილოცვა მიიღო და დარწმუნებულია, რომ მას შეხვდება. ამასთან,… The post “უკრაინა ომის მსხვერპლია”- მადიარი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →