14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა – მოქალაქეები საბჭოთა კონსტიტუციის 75-ე მუხლში შესატან ცვლილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა და ის რუსულ ენას უნდა ჩაენაცვლებინა. ათიათასობით მოქალაქის ქუჩაში გამოსვლის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ უკან დაიხია – ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. 14 აპრილი დედაენის დღედ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გამოცხადდა
The post 14 აპრილი დედაენის დღეა appeared first on ODISHINEWS.