ირანმა აშშ-ს ურანის გამდიდრების 5 წლით შეჩერება შესთავაზა
ირანმა აშშ-ს ურანის გამდიდრების 5 წლით შეჩერება შესთავაზა, – ინფორმაციას გამოცემა New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შაბათ-კვირას პაკისტანში გამართული მოლაპარაკებების დროს აშშ-ისა და ირანის დელეგაციებმა ურანის გამდიდრების საკითხი განიხილეს, თუმცა მხარეები შეთანხმების მიღწევისგან შორს არიან. წყაროების განცხადებით, ორშაბათს ირანმა აშშ-ს ოფიციალური წინადადება გადასცა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის ურანის გამდიდრების შეჩერებას მხოლოდ 5 წლით დათანხმდება. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ ირანის წინადადებაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა. ასევე, მისი თქმით, ირანი მაღალგამდიდრებული ურანის ქვეყნიდან გატანის შესახებ აშშ-ის წინადადებას უარყოფს. ცნობისთვის, მანამდე, გამოცემა Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ… The post ირანმა აშშ-ს ურანის გამდიდრების 5 წლით შეჩერება შესთავაზა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →